„ელ-კლასიკო“ რომ არა, უიქ-ენდის ცენტრალური შეხვედრა ულაპარაკოდ „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართებოდა. დღეს „მანჩესტერი“ „ჩელსის“ შეხვდება. მთავარი ინტრიგა, ცხადია, ლუი ვან გაალისა და ჟოზე მაურინიოს მორიგი დაპირისპირებაა. ინგლისურ პრესაში იმდენად ხშირად იწერება კვირის შეხვედრაზე, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა საჯაროდ განაცხადა კიდეც, რომ მატჩი არა ორი ადამიანს, არამედ ორ გუნდს შორის მიმდინარეობს და ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ პრესაც ყურადღებას მწვრთნელებზე მეტად, ფეხბურთელებზე გააკეთებს.
↧